BetaBio

Slide Heading
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Click Here

წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ბეტა2”-ს საკუთრებას.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ე.ი. თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.
ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ: შპს „ბეტა2”-ს მეილზე  beta2@beta2.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 (032) 2 519101

1.ზოგადი პირობები

ტერმინთა განმარტება

ჩვენ – შპს „ბეტა2 “, შემდგომში -კომპანია;

თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;

ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ :

  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან, დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს,
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე ინფორმაცია;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებ-გვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
  1. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე ამ საშუალებებით 
  • უნაღდო ანგარიშსწორებით

 

2.1 თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლი საშუალებით გაცვლილი ინფორმაციის ავთენტურობაზე. ამ საშუალებებით განხორციელებული ნებისმიერი არასამართლიანი მოქმედება, რომელიც იქნება ზარალის მომტანი, აანაზღაურებს საპატრულო პოლიციის მიერ გამტყუნებული პირი.

 

  1. მომსახურების მიღებისა და ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

მომსახურების მიღება

ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია თბილისში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.

  1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი ან სხვა), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, ავთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას

  • თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად;
  • სტატისტიკური მოსაზრებით, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ვებგვერდის მართვისთვის;
  • სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.

არა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.

არა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არა პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.  ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორის – ”თიბისი“-ს კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.

ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და “betabio.ge” – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

  1. ონლაინ შესყიდვებიშესყიდვის პროცედურა

შეკვეთების მიღება ხდება ორშაბათიდან-პარაკევის ჩათვლით.

ინტერნეტ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და დაამატოთ  ვირტუალურ კალათში;

  1. ანგარიშსწორება

ანგარიშწორების შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდით:

  1. ონლაინ გადახდა ბარათით – ყიდვისას ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს საიტზე გადაიხადოთ ვიზა, ამექსი და მასტერქარდის ნებისმიერი ელექტრონული ბარათით. შეგახსენებთ, რომ თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ,,თიბისი” -ს ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღების შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

შეკვეთის გაუქმების პირობები:

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ “ბეტა2”-ს დამადასტურებელი ზარის განხორციელებამდე.

  1. ჩვენთან დაკავშირება
    • betabio.ge   medmarketi41@gmail.com
    • +995 (032) 2 312030+995 (032) 2 519101
0